რუსთავში 4 გველი დაიჭირეს, მათ შორის 1 შხამიანი

2024-08-01 16:58:52

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ივლისის თვეში 4 გველი დაიჭირეს, მათ შორის ერთი შხამიანი.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ლალი დეკანოსიძის ინფორმაციით, მათთან სულ 15 გამოძახება შევიდა, საიდანაც 4 დადასტურდა.

მისივე თქმით, შხამიანი გველი, გიურზას სახეობის, მარის არხის დასახლებაში დაფიქსირდა.

დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: წყლის ანკარა - 1, გიურზა - 1, წენგოსფერი მცურავი - 1, გველხოკერა - 1.

დეკანოსიძის ინფორმაციით, გასულ თქვეში ქვეწარმავლის მიერ დაკბენის შემთხვევა რუსთავში არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციისთვის, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 13 00 ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 28 74 75.

ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს