ოჯახი 2 კვირის წინ ბერლინში დაკარგულ შოთა კაპანაძეს ეძებს. რა ვითარებაში და სად იკარგება 69 წლის კაცის კვალი - დეტალებზე სოციალურ ქსელში მისი შვილი ია კაპანაძე წერს. ოჯახის ცნობით, ფაქტზე ინფორმირებულია საელჩოც.
"დაიკარგა 12 ივლისს. ბერლინში ჩაფრინდა ყველა წესის დაცვით, საბუთებიც წესრიგში ჰქონდა. მაინც დააყოვნეს აეროპორტის გასასვლელში, ჩასვლის მიზეზს აზუსტებდნენ და, ოჯახის წევრებიც დაუკავშირდნენ ამასთან დაკავშირებით! მერე, როგორც შეგვატყობინეს სატელეფონო კავშირით - გავუშვითო, ოღონდ რამდენიმე საათის შემდეგ, სწორი თქვეს თუ არა, ესეც გასარკვევია! უნდა წასულიყო სხვა ქალაქში, მაგრამ ადგილზე არაა მისული! რამდენიმე დღით მიდიოდა და უნდა დაბრუნებულიყო. მას შემდეგ ვეძებთ!
შოთა კაპანაძე, ასაკით 69 წლისაა. ჭაღარა თმით. ეცვა თეთრი პერანგი ("საროჩკა") წვრილი ზოლებით, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შავი კლასიკური შარვალი და ახურავს შავი კეპიანი ქუდი. აქვს ლურჯი ადიდასის ზურგჩანთა ყვითელი ზოლებით. მამაა ჩემი, იქნებ ვინმემ დაინახეთ სადმე, ძალიან გთხოვთ, შემატყობინოთ", - წერს ია კაპანაძე.