ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში 40 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ნაცნობებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ადგილობრივის ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, იგი კონტაქტური იყო.
შემთხვევა სოფელ სამებაში დღეს მოხდა.