ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა ისევ მოიმატა. “სოკარის“ გარდა ყველა სადგურზე ბენზინის ფასი მინიმუმ 5 თეთრითაა გაძვირებული. საქართველოში საწვავის ფასის ზრდის პარალელურად კი მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე, ლონდონსა და ნიუ-იორკში, ნავთობის ფასი მცირდება. კერძოდ, დღეის მონაცემებით, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასი 53,51 (- 0,39) დოლარია ბარელზე. ნიუ-იორკში კი York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 50,30 (- 0,74) დოლარი შეადგინა.