თბილისში "გლოვოს" კურიერი დაჭრეს

2024-07-07 12:03:40

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს პნევმატური იარაღით თავს დაესხნენ და დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მისამართზე მიტანილ შეკვეთას გარკვეული პროდუქცია აკლდა, რაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა.

დაჭრილი მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც მისი ნათესავი სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდას ფეხის თითები, ტერფის ძვლები აქვს დამტვრეული და ის სხვა კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობ