მაღაზია გაქურდეს

2024-07-06 17:21:15

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს.

როგორც ობიექტის თანამშრომლები ამბობენ, შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიას მოხდა. მათი ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტები.

ცნობილია, რომ ობიექტის კარზე შუშაა ჩამსხვრეული და, სავარაუდოდ, სწორედ აქედან შეაღწიეს მაღაზიაში თავდამსხმელებმა.

დამატებითი დეტალები უცნობია.