მძღოლების პროტესტი და კომპანიის კომენტარი (ვიდეო).

2016-12-17 15:25:41

რუსთავი-თბილისის მიმართულებით, კერძოდ თბილისის რკინიგზის სადგურისკენ მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლები გეგმიური გადასახადის შესაძლო გაზრდას აპროტესტებენ. მათმა ნაწილმა გადასახადის ოდენობის შენარჩუნების მოთხოვნით, კომპანია „ინტერტრანსში“ გადაინაცვლა,  ნაწილმა კი პროტესტის ნიშნად სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მძღოლები რომლებმაც მგზავრების გადაყვენაზე დღეს უარი თქვეს, კომპანიამ სამსახურიდან დაითხოვა. ინფორმაციას „ინტერტრანსში „  არ ადასტურებენ. კომპანიაში აცხადებენ რომ საკითხთან დაკავშირებით ინდივიდუალური მოლაპარაკებები უახლოეს საათებში დაიწყება.  

 

ვრცელდება ინფორმაცია რომ, იმ შემთხვევაში თუ მძღოლები პროტესტის ნიშნად უარს იტყვიან სამუშაოს შესრულებაზე, კომპანია მათ სხვა მძღოლებით ჩაანაცვლებს.