საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში კაცი ცემეს.
მამაკაცზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს.
ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.