სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა სახლში ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა, ისინი ცეცხლმოკიდებული სახლიდან დროულად და უვნებლად გამოვიდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.