რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რა დროსაც, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.