რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში ხანძარი იყო.
ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსის საშრობში გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა მოზარდი, მან დამწვრობა ზედა კიდურზე მიიღო.
არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარწების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
"ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს არკვევს.