რუსთავის მერია ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამას ახორციელებს. პროგრამა პირველადი მოვლის საშუალებების შესაძენად საჭირო თანხის ერთჯერად დაფინანსებას ითვალისწინებს.
"პროგრამით მოსარგებლეები არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 100 001-მდე. პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ხელოვნური კვების დაფინანსებას 100 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, 1 წლის ასაკამდე.
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 100 001-მდე. პროგრამა ითვალისწინებს 1 წლამდე ბავშვთა ჰიგიენური ნივთების და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსებას ერთჯერადად 400 ლარის ოდენობით", - ვკითხულობთ მერიის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.