რუსთავში, გმირთა მემორიალთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ფოლკსვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.