ყოველწლიური სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 დასრულდა.
მე-15 მუსიკალური ფესტივალი წელს Newcomers- ზე, დამწყები მუსიკოსების აღმოსაჩენი პროექტის გამარჯვებულმა ბენდმა, Tape visitors-მა, გახსნა.
საფესტივალო სივრცე წელსაც უცვლელი იყო და TBILISI OPEN AIR 2024-ს Lisi Wonderland-მა უმასპინძლა.
მუსიკალური ფესტივალის მთავარი ნაწილი 21 ივნისს საღამოს 7 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. ამ დღეს გამომსვლელთა შორის იყვნენ როგორ ქართველი, ასევე უცხოელი არტისტები, მათ შორის – MECHANICAL RAINBOW , AURORA, ARCHIVE , MOKUMOKU და TAPE VISITORS – ი.
წლევანდელ ფესტივალზე სიახლეებიც იყო. მაგალითად ფრიდომ ვილიჯი, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი ესაუბრათ თავისუფლებაზე, თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე.
საფესტივალო დღეს დაემთხვა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველო–ჩეხეთის მატჩი. ამ თამაშმა მუსიკოსები თუ სტუმრები საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ დიდ ეკრანთან შეკრიბა.
ფესტივალის მესამე, დასკვნით დღეს მთავარი სცენა MASEGO-მ დაიკავა მათი გამოსვლით დაემშვიდობა Opne Air მსმენელს.
თუმცა საფესტივალო სივრცეში მოწყობილი სხვადასხვა სცენა, KHIDI, Zion Garden და Singer Stage დილამდე ეკავათ სხვადასხვა მუსიკალურ შემსრულებელს.
Tbilisi Open Air საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც როკისა და ელექტრონული მუსიკის მსმენელებისთვის 2009 წლიდან იმართება.