როდის დაასრულებს "ჯივიპი რუსთავი" მეგობრობაზე, თოდრიასა და მესხიშვილზე სამუშაოებს

2024-06-24 12:52:43

კომპანია "ჯივიპი რუსთავი" ქალაქის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს.

მათ შორის მეგობრობის გამზირზე, თოდრიასა და მესხიშვილზე, ქუჩებზე, რომლებიც ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია საავტომობილო მოძრაობის მხრივ.

"ინფო რუსთავს" რუსთაველები დაუკავშირდნენ და სთხოვეს, გაგვერკვია როდის დაასრულებს ცენტრალურ ქუჩებზე სამუშაოებს კომპანია.

როგორც "ჯივიპი რუსთავში" განგვიცხადეს, მესხიშვილი-თოდრიას მონაკვეთზე ასფალტის სამუშაოები 28 ივნისის დასრულდება.

ხოლო მეგობრობის გამზირზე ასფალტის დაგების სამუშაოები ამ კვირაში უნდა დაიწყოს.

კომპანიიდან არ მოუწოდებიათ ინფორმაცია, როდის დაასრულებენ ასფალტის დაგებას მეგობრობის ქუჩაზე.