ლუკა სილაგაძე ევროპის ჩემპიონია - ძალოსანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
სალონიკიში მიმდინარე U17 ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 96 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა სილაგაძემ წარმატებით იასპარეზა.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ძალოსანმა კონტინენტის პირველობის ატაცში მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 135 / 139 / 143 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
სილაგაძემ აკვრაში თავი 165 / 169 კილოგრამს გაართვა და კიდევ ერთი ოქროს მედალი დაისაკუთრა, ორჭიდში მოგროვილი 312 კილოგრამით კი მორიგი ოქროს მედლის მფლობელი გახდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.