ევროპის სოლიდარობის კორპუსის გრძელვადიანი პროგრამა პოლონეთის ქალაქ გდინიაში ხორციელდება.
პროექტი 2024 წლის სექტემბერში დაიწყება და 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტის განმავლობაში მოხალისეები საჯარო ბიბლიოთეკებში იმუშავებენ.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.
განაცხადის შესატანად გააგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი მეილზე: georgianyouth@gmail.com
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 20 ივნისია.
არასამთავრობო ორგანიზაცია “Georgian Youth for Europe” ქალაქ რუსთავში 2006 წელს დაარსდა. მისი სხვა პროექტების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ Facebook გვერდს.