მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.