როგორია გოგონას მდგომარეობა, რომელიც რუსთავში ავტომობილიდან გადმოხტა

2024-06-20 13:25:11

გოგონა, რომელიც გუშინ, 19 ივნისს, რუსთავში მოძრავი ავტომობილიდან გადმოხტა, საავადმყოფოში რჩება.

როგორც "ინფო რუსთავს" "კლინიკა რუსთავში" განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

"კლინიკაში რჩება და ნეიროქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას", - აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.

ექიმების თქმით, 20 წლის გოგონას მსუბუქ ფორმებში ტვინის შერყევა აღენიშნება და მისი კლინიკაში დარჩენა, პროფილაქტიკის მიზნით გახდა საჭირო.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები