რუსთავი კალათბურთში საქართველოს 18 წლამდელთა ჩემპიონია.
ჩემპიონატის ფინალი რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში ჩატარდა.
რუსთაველი კალათბურთელების მეტოქე ფინალურ შეხვედრაში ჰიუნდაი იყო, რომელთანაც თამაში ანგარიშით 76:68 დასრულდა და რუსთაველებმა ოქროს მედალი მოიპოვეს.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) რუსთაველი კალათბურთელი ლუკა ტაბაღუა გახდა.