ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

2017-12-25 10:13:40

ცეცხლი გვიან ღამით თბილისში, დინამოს სტადიონთან, ცაბაძეს ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი, ორი ადამიანი გარდაიცვალა ხოლო ორის გადარჩენა მოხერხა, 33 წლის მამაკაცი და 63 წლის ქალი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.