რუსთავში წყლის მიწოდება რამდენიმე საათით იზღუდება

2024-06-14 10:45:40

ჯივიპი რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას ასრულებს.

14 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე  წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.  

მესხიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში 400 მეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდა, 9 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა და 4 ერთეული საკვანძო  ჭა მოეწყო, რაშიც კომპანიამ 240 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

წყალმომარაგების ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, ჯივიპის  ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, 14 ივნისს, 15:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 14 ივნისს 15:00 საათიდან 15 ივნისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:  

ქალაქ რუსთავში: მესხიშვილის ქუჩას და გასასვლელებს, თოდრიას ქუჩას და ჩიხებს, მე-14 მიკრორაიონის, მეგობრობის გამზირის, ლეონიძის, კლდიაშვილის, ლესელიძის ქუჩებისა და ლესელიძის ჩიხის ნაწილს;

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.