მარნეული-თბილისის გზაზე, სოფელ კოდას მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავ სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
შემთხვევის ამსახველ კადრებს 24news.ge ავრცელებს.