ვის გაეზრდება 1 ივლისიდან ხელფასი

2024-06-12 10:58:24

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 1-ლი ივლისიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურება ახალ სახელფასო სისტემაზე გადადის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა 70%-ის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.

"ახალი სახელფასო სისტემით ყველა მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება, ბუნებრივია მაღალი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში ზრდა უფრო დიდი იქნება და სრულ განაკვეთზე მყოფ მასწავლებლების 70%-ს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.

ახალ სახელფასო სისტემაზე, რომლის მთავარი პრინციპი ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად სამართლიანი, გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნაა.

ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, ბუნებრივია სისტემა შეიმუშავებს მხარდამჭერ მექანიზმებს, რათა მასწავლებლებმა შეძლონ პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა“, - აღნიშნულია მინისტრის ანგარიშში.

წყარო:bpn