გაცვლითი პროგრამა საზღვარგარეთ

2024-06-11 18:53:06

ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe" გრძელვადიან პროექტებზე განცხადების მიღებას იწყებს. პროექტები პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში და ქალაქ გდინიაში გაიმართება. დაწყების თარიღი 2024 წლის სექტემბერია.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ჯიბის ფულის ხარჯები.

მთავარი მოთხოვნების მიხედვით მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.

პროექტზე განაცხადის შესატანად გააგზავნეთ თქვენი ინგლისურენოვანი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: georgianyouth@gmail.com

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 20 ივნისია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს ან Facebook გვერდს.