შეზღუდვა გზებზე

2024-06-10 13:40:06

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 186-ე კმ-ზე, შორაპანი-არგვეთას მაგისტრალის მშენებლობის პროცესში, ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხოების მიზნით, 2024 წლის 11 და 12 ივნისს, 02:00-დან 05:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდება 15-20 წუთიანი ინტერვალით სავალი ნაწილის ორივე ზოლზე