იტალიაში, ქალაქ კასინოში ქართველი კაციი დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 48 წლის კაცმა მოლში ერთ-ერთი მაღაზიიდან კოსმეტიკური საშუალებები მოიპარა და ტანსაცმელში დამალა. მოლის დატოვების დროს კაცი შეამჩნიეს და სამართალდამცავები გამოიძახეს.
პოლიციელებმა ქართველი დააკავეს და მოპარული ნივთები მაღაზიაში დააბრუნეს.