თვეზე მეტია, ოჯახი ახალგაზრდა ბიჭს, თორნიკე დალაქიშვილს ეძებს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.
"25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით, სადაა ან სად შეიძლება იყოს.
პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს, მაგრამ, კვალზე ვერ გადიან. გთხოვთ, გაავრცელეთ, იქნებ ვინმემ სადმე ნახოს და ვიპოვოთ.
თუ ნახავთ ან ამ დღეების განმავლობაში სადმე შეგხვედრიათ, გთხოვთ, მომწერეთ ან დამირეკეთ 595998861, 568704613",- ნათქვამია განცხადებაში.