ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბაზრობების და მაღაზიების დახლებზე უკვე გამოჩნდა სხვადასხვა სახის პიროტექნიკა. ასაფეთქებელი საშუალებების ფასი 5 თეთრიდან იწყება და 100 ლარს სცდება. მათი შეძენაზე არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, ამიტომ ხშირათ მაშხალები პატარების ხელში ხვდება. პიროტექნიკის არასწორი გამოყენება კი ადამიანის სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებს იწვევს. ასაფეთქებლებით გამოწვეული პრობლემები ძირითადად თავს ახალი წლის ღამეს იჩენს, იმის გამო რომ მომხმარებლები არ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს ახალი წლის პირველ წუთებს საავადმყოფოში ხვდებიან. პიროტექნიკის შესახებ სპეციალურ განცხადებას აკეთებენ შ.ს.ს.-ში. ნახეთ ვიდეო, მოისმინეთ ექიმის და პიროტექნიკით მოვაჭრეთა რჩევები.