რუსთაველი სპორტსმენები იტალიის რეგიონლიგის ჩემპიონები გახდნენ [photo]

2024-06-06 18:27:13

რუსთაველი კლათბურთელები იტალიის რეგიონლიგის ჩემპიონები გახდნენ.

გასულ წელს, საკალთბურთო კემპის შედეგად რუსთავში შერჩეული სპორტსმენები, Next Step Academy-ს მოპოვებულ გამარჯვებაში მნიშვნელოვნად დაეხმარნენ და საკვანძო თამაშებში გადამწყვეტი როლიც შეასრულეს.   

გური ამბუკაძე, საბა ბლიაძე და დათა უჩავა ჩემპიონები 14, 15 და 17 წლამდელთა შორის გახდნენ. აღსანიშნავია, რომ თითოეული სპორტსმენი სამივე ასაკობრივი კატეგორიის ჩემპიონატში მონაწილეობდა.

გური "რუსთავი 1991"-ის, საბა და დათა კი "რუსთავის აკადემიის" აღზრდილები არიან და უკვე 1 წელია, იტალიაში წარმატებით ასპარეზობენ

შეგახსენებთ, რუსთავში, ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში 3-დღიანი საკალთბურთო კემპი გასული წლის ივნისში ჩატარდა.

კემპი რუსთავის საკალათბურთო აკადემიამ დააორგანიზა და აქტივობის ფარგლებში, ქალაქს იტალიური Next Step Academy ეწვია.

შერჩეული ბავშვები დაფინანსებით იტალიაში გაემგზავრნენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები