მაისის თვეში რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა პირველადი შემოწმება 4 სალონში ჩაატარა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლალი დეკანოსიძემ განუცხადა.
ლალი დეკანოსიძის განცხადებით, სალონებს მიეცათ დრო არსებული შენიშვნების გამოსასწორებლად, რის შემდეგაც 2 სალონი ხელმეორედ გადამოწმდა და სალონებს გამოსწორებული ჯქონდათ მდგომარეობა.
ცნობისთვის, 2023 წლის მარტიდან ქალაქის მასშტაბით მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებენ.