გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, 4 ივნისს დღის ბოლომდე ამინდი გაურესდება.
კერძოდ, 4 ივნისს დღის ბოლომდე შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს” - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტო საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებს.