ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტრაილერი, რომელსაც ცხვრები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შემთხვევის დროს 2 ადამიანი დაშავდა, ცხვრების ნაწილი კი დაიხოცა.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული პაციენტები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალციხის "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ფოტო: მეცხრე არხი ახალციხე