რუსთავში საზაფხულო ბაგა-ბაღები გასული წლის მსგავსად, წელსაც იმოქმედებს.
როგორც "ინფო რუსთავს" მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს, ბავშვბს ქალაქში მოქმედი 2 სააღმზრდელო დაწესებულება, 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე მიიღებს.
"რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების აღსაზრდელთათვის, საზაფხულო ბაღი ორ ფილიალში - პირველსა და 27-ე ბაღებში იფუნქციონირებს.
საზაფხულო ბაღი აღსაზრდელებს 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე მოემსახურება.
საზაფხულო ბაღი აღსაზრდელებს 09:00-18:00 საათამდე მიიღებს, რომლებიც დღის განმავლობაში საგანმანათლებლო-სახალისო აქტივობებით იქნებიან დაკავებული.
სერვისით სარგებლობა მხოლოდ გაერთიანების ფილიალების აღსაზრდელებს შეეძლებათ.
საზაფხულო ბაღით სარგებლობის სურვილი 800-მდე მშობელმა გამოთქვა.
საზაფხულო ბაღის სერვისი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით 2022 წელს დაინერგა და გასულ ორ ზაფხულს ჯამში 1200-მდე აღსაზრდელმა ისარგებლა",- განგვიცხადეს ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.