გიორგი სარდალაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

2024-05-30 16:32:00

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების ოფიციალური შემადგენლობა ცნობილია.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ოლიმპიადაზე -60 კგ წონით კატეგორიაში რუსთაველი გიორგი სარდალაშვილი იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების ოფიცილაური შემადგენლობა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე:
-60კგ: გიორგი სარდალაშვილი;
-66კგ: ვაჟა მარგველაშვილი;
-73კგ: ლაშა შავდათუაშვილი;
-81კგ: ტატო გრიგალაშვილი;
-90კგ: ლაშა ბექაური;
-100კგ: ილია სულამანიძე;
+100კგ: გურამ თუშიშვილი;

-57კგ: ეთერ ლიპარტელიანი;
-63კგ: ეთერ ასკილაშვილი;
+78კგ: სოფიო სომხიშვილი.