პოლონეთში 46 წლის ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქართველმა კაცმა ერთ-ერთი სამკაულების მაღაზიიდან ბრილიანტის 5 ბეჭედი მოიპარა. მაღაზიაში შესვლის დროს კაცმა სამკაულების სტენდი გამოაღო და ყუთში შენახული ბეჭდები აიღო.
ფაქტი მაღაზიაში დასაქმებულმა ქალმა შეამჩნია და შეეცადა ქართველისთვის სამკაულები წაერთმია, თუმცა კაცმა ქალს ხელი კრა და გაიქცა.
პოლონელი სამართალდამცავების განცხადებით, მოპარული სამკაულების საერთო ფასი 200 000 ზლოტია.
ქართველს პოლონურმა სასამართლომ 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.