როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

2024-05-29 13:31:05

სინოპტიკოსების ინფორმაციით, მზიანი და უნალექო ამინდი 31 მაისის დღის ბოლომდე შენარჩუნდება და პირველი ივნისს ისევ წვიმა და ქარი იქნება.

დასავლეთ საქართველოში, 31 მაისამდე 30-32 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, 31 მაისს თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოშიც ჰაერი 30-31 გრადუსამდე გათბება.

1-ლი ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, [5 გრადუსით], საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა და ძლიერი წვიმა. მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც.