მიხეილ მესხის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩების ღია ჩვენება გაიმართება
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარს საშუალებას აძლევს 18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ნაკრების მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნიდან უყუროს. მაყურებელს, პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა, მინდორზე ყველა კუთხეში დამონტაჟებული ეკრანების საშუალებით შეეძლებათ", - ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.