გორის სამხედრო ბაზაზე 19 წლის სამხედროს ცხედარი იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს.
"გორის რაიონში, თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგოზე, ადგილზე მყოფმა პირველი კლასის რიგითმა, ომარ ზურაბის ძე ჩალაბაშვილმა (დაბადებული 2004) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიიყენა სასიკვდილო დაზიანება. მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო გამოძიება. ამჟამად, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა , სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ასევე ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს დაღუპული სამხედროს გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს",- ნათქვამია განცხადებაშ.