რუსთავის მუზეუმში სამხატვრო გაერთიანება "გამას" ორგანიზებითა და კულტურის ცენტრის ხელშეწყობით რუსთაველი მხატვრების სადებიუტო გამოფენა გაიმართა. გიორგი ჩაჩანიძის, ხათუნა ოქროპირიძისა და ლუკა ჯიქიას ნახატებიდან ძირითადად ფერწერული ნამუშევრები ჭარბობს. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ნახატების ხილვა რუსთაველ დამთვალიერებელს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლება.