იტალიაში 27 წლის ქართველი დააკავეს

2024-05-19 13:17:49

იტალიაში 27 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდა ქართველმა ერთ-ერთ მაღაზიაში დაბალფასიანი ნივთების შეძენის შემდეგ თანხა გადაიხადა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ზურგჩანთა კოსმეტიკისა და კოღოს საწინააღმდეგო საშუალებებით ჰქონდა სავსე, რომლის ფულიც არ გადაუხდია.

მაღაზიის თანამშრომელმა სამართალდამცავებს აცნობა და ახალგაზრდა ქართველი დააკავეს.

ქართველს 4 თვიანი პატიმრობა და 200 ევროიანი ჯარიმა მიუსაჯეს.