მე-16 სკოლაში 60 წლის იუბილე აღნიშნეს (ფოტოები)

2016-12-16 17:31:54

დღეს № 16 საჯარო სკოლის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების ფარგლებში  გამოფენა მოეწყო, მოსწავლეები კი დამსწრე საზოგადოების წინაშე თეატრალური და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. ღონისძიებას ყოფილ კურსდამთავრებულებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები: ქალაქის მერი და ქვემო ქართლის გუბერნატორი ესწრებოდნენ. სკოლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა  საღამოს ფოიერვერკით დასრულდა.