საყოველთაო ნათლობისთვის რეგისტრაცია იწყება

2017-12-21 12:49:04

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვი მონათვლისთვის საბუთების მიღება იწყება.
რეგისტრაციის პერიოდი  საქართველოს საპატრიარქოში 25 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით 12:00-დან  16:00 საათამდე განისაზღვრა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად - " რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

• მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
• მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
• შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;
• მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი სიდი დისკით;
საკონტაქტო ტელეფონებია:  593 90 08 10, 558 65 11 59, 593 46 45 71" - აღნიშნულია განცხადებაში.