უკრაინაში, ხარკოვში მცხოვრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მუღანლოს მკვიდრმა, შუა ხნის კაცმა ცოლი და ერთი შვილი მოკლა, მეორე კი დაჭრა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, კაცი აზარტულ თამაშებს თამაშობდა, რის გამოც მეუღლეს ხშირად სთხოვდა ფულს, რაც კონფლიქტისა და კაცის მხრიდან ძალადობის მიზეზი ხდებოდა.
ერთ-ერთი წაგებული თამაშის შემდეგ კაცი ცოლს ფულს სთხოვდა, რაზეც ქალისგან უარი მიიღო. ქვემო ქართლის მკვიდრმა ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ შვილი და მეორე შვილი დაჭრა.
ჩადენილი დანაშაულის შემდეგ კაცმა მიმალვა სცადა, თუმცა უკრაინელმა სამართალდამცავებმა მისი დაკავება მოახერხეს.