ორგანიზაცია “Georgian Youth for Europe”-ის პარტნიორი ორგანიზაცია პოლონეთში გრძელვადიან პროექტზე განცხადების მიღებას იწყებს. პროექტი ქალაქ ლოძში ხორციელდება.
მოხალისეობრივი საქმიანობა საჯარო ბიბლიოთეკებში, დაწყებით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სხვადასხვა აქტოვობების განხორციელებას მოიცავს.
პროექტზე სრულად ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.
მონაწილეობისთვის მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.
განაცხადის შესატანად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და გააგზავნეთ მისამართზე: georgianyouth@gmail.com
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 20 აპრილია.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.
ორგანიზაცია GYE 2006 წელს რუსთავში დაარსდა. სხვა პროექტების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ Facebook გვერდს.