აშშ-ში, ნიუ-იორკში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ "ეიბისინიუსი" იტყობინება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიუ-ჯერსიში იყო.
მიწისძვრას ნიუ-იორკის გუბერნატორი ქეით ჰოუჩელი გამოეხმაურა და თქვა, რომ მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა კონექტიკუტსა და ვესტჩესტერშიც.
"ჩემი გუნდი აფასებს მომხდარს. საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით", - აცხადებს გუბერნატორი.
როგორც ამერიკული მედია იტყობინება, მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.