მგზავრებისთვის გაძვირებული ტარიფის შემდეგ, "ინტერტრანსი" გადასახადს მძღოლებს უმატებს (ვიდეო).

2016-12-15 19:00:25

კომპანია „ინტერტანსში“ დასაქმებულ მძღოლებს ყოველდღიური გეგმიური გადასახადი ეზრდებათ. მძღოლების განცხადებით კომპანია მათ, ყოველდღიურ გადასახადს 15 ლარით უმატებს. ცვლილების განხორციელების შემდეგ მძღოლებს ყოველდღიურად კომპანიისთვის, 78 ლარის ნაცვლად 93 ლარის გადახდა მოუწევთ. რუსთავი-გლდანის მარშრუტზე დასაქმებული მძღოლების ნაწილი „ინფო რუსთავთან“ გადასახადის გაძვირებას აპროტესტებს. მათი თქმით, ისინი გაძვირებული გეგმიური შესატანს ან არ გადაიხდიან ან მათ სამსახურის დატოვება მოუწევთ.

გაიზრდება თუ არა მძღოლების ყოველდღიური გეგმიური გადასახადი, ზუსტ პასუხს „ინტერტანსში“ არ აცხადებენ. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით საკითხთან დაკავშირებით, კომპანია მოლაპარაკებებს ინდივიდუალურად, ყველა სამარშღუტო ხაზის მძღოლთან აწარმოებს.