რუსთავში, ქუჩაში 24 წლის გოგოს ფიზიკურად გაუსწორდნენ

2024-03-15 18:23:03

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე 24 წლის გოგოს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქალი ცენტრალურ ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას 40 წლამდე მამაკაცი მიეპარა და სახის არეში სცემა.

როგორც ირკვევა, დაზარალებული სავარაუდო დამნაშავეს არ იცნობს.

დამატებითუ დეტალები, მომხდარის მოტივთან დაკავშირებით, უცნობია.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები