რუსთავში ყოფილმა ქმარმა ქალს ავტომობილი დაუწვა [video]

2024-03-08 23:56:20

რუსთავში ახალგაზრდა კაცმა ყოფილ ცოლს მანქანა დაუწვა. შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქალი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მას ყოფილმა ქმარმა მიაკითხა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

როგორც ცნობილია, კაცს ცივი იარაღი ჰქონდა თან. 

ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 25 წლამდე კაცმა ყოფილი ცოლის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც თოდრიას ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან იყო გაჩერებული, ჯერ დააზიანა, მერე კი დაწვა.

მამაკაცი რუსთავის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური და საპატრულო პოლიციის, ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის კიპაჟები.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები