რუსთავში სტამბულის ბაზარზე მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

2024-02-11 15:52:18

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე პართენიშვილმა, ე.წ. სტამბულის ბაზრობაზე 4 ადამინის მკვლელობისა და 1-ის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ორველაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით სამ თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დღესვე იმსჯელეს გიორგი ორველაშვილის ძმის, გოგიტა ორველაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე და მასაც სამ თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

ეკატერინე პართენიშვილმა დაკავებულის ადვოკატის მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რომ გიორგი ორველაშვილის ძმა 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, არ დააკმაყოფილა.

სახელმწიფო ბრალდება გოგიტა ორველაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრობით შენახვას ედავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მკვლელობისთვის ბრალდებულ გიორგი ორველაშვილს 16-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო მის ძმას გოგიტა ორველაშვილს - 3 წლამდე.

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს გიორგი ორველაშვილი შეიარაღებული შეიჭრა სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე ხორცის სექტორში და ცეცხლი გაუხსნა ხორცით მოვააჭრეებს, რომელთა შორის მისი ბიძა და ბიძაშვილიც იყო.

შემთხვევის დროს დაიღუპა 4 ადამიანი, ერთი კი დაიჭრა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები